გამოითვალე სარემონტო
სამუშაოების ღირებულება
- ფოტო გალერეა
სარემონტო კომპანია, სარემონტო მომსახურება, ბინის რემონტი, ოფისის რემონტი, კოსმეტიკური რემონტი, ინტერიერის დიზაინი, სანტექნიკა, ელექტროობა, ავეჯის აწყობა, ჭერის რემონტი, ფასადის რემონტი, იატაკის და კაფელის სამუშაოები, სამზარეულოს რემონტი, სველი წერტილის რემონტი, ბინის შეღებვა
რას გთავაზობთ
რემონტი უამრავ სირთულესთან ასოცირდება – მაღაზიებში სირბილი, საუკეთესო მასალის შერჩევა, პროფესიონალი ხელოსნის ძიება, თვეობით გაწელილი ვადები, რემონტს შეწირული ნერვები და ემოციური რესურსი. სარემონტო კომპანია თანამშრომლობისას, მსგავსი შემთხვევებისგან 100%-ით დაზღვეული ხართ. მეტიც, რემონტთან დაკავშირებული უსიამოვნო ასოციაციების ნაცვლად, პროცესი თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესო გახდება.
გთავაზობთ უკონკურენტო სარემონტო გამოცდილებას როგორც მომსახურების სტანდარტების, ასევე სამუშაო ფორმატის კუთხით. კომპანია აერთიანებს პროფესიონალ, გამოცდილ, სანდო ხელოსნებს და საქმის ოსტატებს, რომლებიც მზად არიან, რემონტთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ და შეთანხმების მიხედვით შესრულებული პროექტი განსაზღვრულ ვადებში ჩაგაბაროთ.
გუნდი ასრულებს სრულ სარემონტო სამუშაოებს – იატაკის ნებისმიერი საფარის დაგება, აბაზანის მოპირკეთება, სანტექნიკის მონტაჟი, შპალერის გაკვრა, კედლის შეღებვის სამუშაოები, გათბობა/კონდიცირების სისტემის გამართვა/მონტაჟი, ელექტრო გაყვანილობის დაგეგმვა, კედლებისა თუ იატაკის თბოიზოლაცია, შეკიდული ან გაჭიმული ჭერის მონტაჟი და სხვა ნებისმიერი ხელსაქმე, რაც თქვენი სახლის იდეალური რემონტისთვისაა აუცილებელი.
სარემონტო კომპანია დაკომპლექტებულია საქმის უბადლო პროფესიონალებით, რომლებიც უდიდესი პასუხისმგებლობით და კომპეტენციით ასრულებენ სამუშაოს.
რემონტი უამრავ სირთულესთან ასოცირდება – მაღაზიებში სირბილი, საუკეთესო მასალის შერჩევა, პროფესიონალი ხელოსნის ძიება, თვეობით გაწელილი ვადები, რემონტს შეწირული ნერვები და ემოციური რესურსი…
ხშირად დასმული კითხვები
რამდენ ხანს გრძელდება რემონტი?
რემონტის ვადა დამოკიდებულია სამუშაოების მოცულობასა და სირთულეზე. კოსმეტიკური რემონტი საშუალოდ გრძელდება რამდენიმე კვირა, ხოლო სრული რემონტი „გასაღებით“ შეიძლება 1–3 თვემდე გაგრძელდეს. ვადები ყოველთვის წინასწარ განისაზღვრება და ფიქსირდება ხელშეკრულებაში.
რა გარანტია მაქვს შესრულებულ სამუშაოებზე?
Remonta.ge უზრუნველყოფს ხარისხის გარანტიას ყველა შესრულებულ სამუშაოზე. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში ჩვენი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს და უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებასა და გამოსწორებას.
ფასები ფიქსირებულია თუ იცვლება პროცესში?
ფასები წინასწარ განისაზღვრება და ფიქსირდება ხელშეკრულებაში. ჩვენ ვმუშაობთ გამჭვირვალე ბიუჯეტით, რაც გამორიცხავს დაუგეგმავ ხარჯებს. ცვლილება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი სთხოვს დამატებით სერვისებს ან მასალების შეცვლას.
რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ?
Remonta.ge უზრუნველყოფს სრული სარემონტო მომსახურებას, მათ შორის:
კოსმეტიკური და სრული რემონტი
სანტექნიკა და ელექტროობა
ავეჯის აწყობა და გადატანა
კლიმატკონტროლი და გათბობის სისტემები
ფასადის და გარე სამუშაოები
ეზოს მოვლა და ლანდშაფტი
ტექნიკის შეკეთება
და სხვა ინდივიდუალური სერვისები.
თავად უნდა შევიძინო მასალები თუ თქვენ უზრუნველყოფთ?
შესაძლებელია ორივე ვარიანტი:
თუ გსურთ, ჩვენი გუნდი შეარჩევს და მოამარაგებს საჭირო მასალებს, შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში.
ასევე შესაძლებელია, რომ დამკვეთმა თავად შეიძინოს მასალები.
რემონტის დაწყებამდე კონსულტაცია უფასოა?
დიახ, კონსულტაცია და წინასწარი შეფასება სრულიად უფასოა. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან პროექტის დაგეგმვაში, ბიუჯეტის განსაზღვრასა და სამუშაოების ეტაპობრივი სქემის შედგენაში.